ნატო რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების გეგმებს უმკაცრესად გმობს

ნატო უმკაცრესად გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ნაწილებში ე.წ. რეფერენდუმების ჩატარების გეგმებს.

ალიანსის განცხადებაში ნათქვამია, რომ მათი მოკავშირეები რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიას არასოდეს აღიარებენ.

„ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ რუსეთის ფედერაციასთან შეერთებასთან დაკავშირებით ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარების გეგმას უკრაინის რეგიონებში, რომლებსაც ნაწილობრივ რუსი სამხედროები აკონტროლებენ. „მოკავშირეები არ აღიარებენ და არც არასდროს აღიარებენ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას. უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში რეფერენდუმებს არ აქვთ ლეგიტიმაცია და გაეროს წესდების აშკარა დარღვევა იქნება. ნატოს მოკავშირეები არ აღიარებენ უკანონო ანექსიას. ეს მიწები უკრაინას ეკუთვნის. მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოს, უკუაგდონ რუსეთის ტერიტორიული დაპყრობის აშკარა მცდელობები“, – ნათქვამია სამხედრო ალიანსის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები