ქუთაისში სავაჭრო პალატამ, პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით, კერძო კომპანიებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან შეხვედრა გამართა
ქუთაისში საქართველოს სავაჭრო პალატამ, შტუტგარტის პალატის მხარდაჭერით, პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, კერძო კომპანიებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, – ამის შესახებ ინფორმაციას სავაჭრო პალატა ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, კერძო კომპანიებმა და საგანმანათლებლო დაწესებულებებმა მოსწავლეებსა და დაინტერესებულ პირებს მიაწოდეს ინფორმაცია იმერეთის რეგიონში პროფესიული განათლების შესაძლებლობების შესახებ.
მსგავსი ფორმატის ღონისძიების მიზანია პროფესიული განათლების პოპულარიზაცია, რეგიონში არსებული კოლეჯების და კომპანიების დაკავშირება, რაც ხელს შეუწყობს შრომის ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული კვალიფიკაციური სამუშაო ძალის ფორმირებას.