რუსეთში, მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციაზე 1300-ზე მეტი მოქალაქე დააკავეს
რუსეთში, ნაწილობრივი მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულთა რიცხვი 1386 ადამიანს შეადგენს.
ინფორმაციას რუსეთის დამოუკიდებელი უფლებადამცველი მედიაპლატფორმა – ОВД Инфо ავრცელებს.
აღნიშნულია, რომ რუსეთის დროით 00:30-ზე ცნობილია 1386 დაკავებულზე ქვეყნის 38 ქალაქში.
დაკავებულთა შორის ჟურნალისტებიც არიან.
ჯერჯერობით, ცნობილია ერთი სისხლის სამართლის საქმის შესახებ – ეკატერინბურგში ახალგაზრდა ქალს ბრალი ედება პოლიციელის მიმართ ძალადობის მუხლით. ბევრ ქალაქში დაკავებულებთან უფლებადამცველებს არ უშვებდნენ.
ყველაზე მეტი დაკავებულია სანკტ-პეტერბურგში, სულ მცირე – 541 პირი. ქალაქში ძალოვანები დაკავებულებს ტელეფონებს ართმევდნენ, დაკავებისას მუხლებზე აყენებდნენ, არიან ნაცემებიც.
მოსკოვში 509 პირია დაკავებული. მედიის ინფორმაციით, მათ ძალოვნები ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. დაკავებისას ერთ-ერთმა ქალმა გონება დაკარგა.
ეკატერინბურგში 40 პირია დაკავებულია.