ილჰამ ალიევი: ვერავის ზარი, ვერანაირი განცხადება, ვერანაირი ინიციატივა ვერ შეგვაჩერებს

ვერავის ზარი, ვერანაირი განცხადება, ვერანაირი ინიციატივა ვერ შეგვაჩერებს, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ქალაქ ლაჩინში აზერბაიჯანის დროშის აღმართვის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, 13 სექტემბერს აზერბაიჯანის ჯარმა სომხეთის მორიგ პროვოკაციას უპასუხა და მტერს წინააღმდეგობა გაუწია.

„ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ წინააღმდეგ არაერთხელ განხორციელდა სამხედრო პროვოკაცია. მხოლოდ ლაჩინის ტერიტორიაზე 1400-ზე მეტი ახალი ნაღმი იქნა განთავსებული. ეს არის ღია ტერორისტული ქმედებები აზერბაიჯანის წინააღმდეგ. ნაღმების აფეთქების შედეგად აზერბაიჯანის 240-ზე მეტი მოქალაქე დაიღუპა ან მძიმედ დაშავდა, ანუ ომი ჩვენს წინააღმდეგ გრძელდება, ჩვენი მოქალაქეები იღუპებიან. ნუთუ შეგვიძლია ამის ნება მივცეთ? არასოდეს.

ჩვენ არაერთხელ გავაფრთხილეთ სომხეთი, უარი თქვას ამ ბინძურ ქმედებებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ინანებს. შედეგად, როდესაც 13 სექტემბერს ჩვენს წინააღმდეგ მორიგი პროვოკაცია განხორციელდა, აზერბაიჯანის არმიამ უპასუხა და მტერს კვლავ უკუაგდო. იმედი მაქვს, ეს მათ საბოლოოდ გაკვეთილად გამოდგება, რადგან დარწმუნდნენ, რომ არავინ და არაფერი შეგვაჩერებს. ვერავის ზარი, ვერანაირი განცხადება, ვერანაირი ინიციატივა ვერ შეგვაჩერებს. ჩვენ ჩვენს მიწაზე ვართ და ვიცავთ მას“, – განაცხადა ალიევმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები