პარლამენტმა გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თემატური მოკვლევის ჯგუფის ანგარიში ცნობად მიიღო

პარლამენტმა ცნობად მიიღო გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თემატური მოკვლევის ჯგუფის ანგარიში თემაზე „გენდერული თანასწორობის საკითხების მეინსტრიმინგი სამთავრობო პოლიტიკაში” თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარი მომხსენებლის, მარიამ ლაშხის განცხადებით, გენდერული თანასწორობის საკითხების მეინსტრიმინგი გულისხმობს სახელმწიფოს პოლიტიკასა და პროგრამებში ქალებისა და გოგონების საჭიროებებისა და ინტერესების ინტეგრირების უზრუნველყოფას, რაც კარგი მმართველობის ერთ-ერთ ფუნდამენტს წარმოადგენს.

„კვლევა მიმდინარეობდა 2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის მარტის ჩათვლით და მოიცავდა 4 ძირითად მიმართულებას: სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, შრომისა და დასაქმების პოლიტიკა, განათლების პოლიტიკა და საჯარო მმართველობა. მიდგომების თვალსაზრისით არსებობს პროგრესი ბოლო წლებში, რაც მისასალმებელია, მაგრამ არ არსებობს ერთიანი სისტემური მიდგომა და არასრულყოფილადაა გათვალისწინებული გენდერული მეინსტრიმინგი სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტებსა და სამოქმედო გეგმებში”, – განაცხადა მარიამ ლაშხმა.
მისი ინფორმაციით, შემუშავდა რეკომენდაციები და დაეგზავნა სახელმწიფო უწყებებს, გაიმართა შეხვედრა, სადაც აღნიშნულ რეკომენდაციებზე იმსჯელეს. მომხსენებლის თქმით, აღნიშნული პარლამენტი რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს გააგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები