რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების ფონზე, ლიეტუვა სწრაფი რეაგირების ძალების მზადყოფნის დონეს ზრდის
რუსეთის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების საპასუხოდ, ლიეტუვა სწრაფი რეაგირების ძალებში მზადყოფნის დონეს ზრდის, – განაცხადა ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, არვიდას ანუშაუსკასმა.
„გამომდინარე იქიდან, რომ რუსული სამხედრო მობილიზაცია ჩვენს გვერდით, კალინინგრადის ოლქშიც განხორციელდება, ლიეტუვას უბრალოდ თვალის დევნება არ შეუძლია. სწრაფი რეაგირების ძალებში მზადყოფნის დონე მატულობს“, – წერს ანუშაუსკასი სოციალურ ქსელში.
მან ასევე თქვა, რომ ლიეტუვაში უკრაინის შემდგომი სამხედრო მხარდაჭერის ზომები განიხილება და ვილნიუსი “მოუწოდებს ყველა მოკავშირეს, გაზარდონ ამ დახმარების ნაკადი”.