“რეფერენდუმის” შედეგად, რუსეთის პასპორტის მქონე უკრაინელებს თანამემამულეების მოსაკლავად გაგზავნიან” – ვიტალი კიმი

უკრაინელები, რომლებიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე „რეფერენდუმის“ შედეგად რუსულ პასპორტს აიღებენ ან ეს უკვე გააკეთეს, რუსული მობილიზაციის მსხვერპლნი გახდებიან”, – განაცხადა მიკოლაევის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, ვიტალი კიმმა.

„რუსული პასპორტის მქონე პირები ავტომატურად ექვემდებარებიან სამხედრო სამსახურს, თუ ისინი მობილიზაციის პირველ ტალღის დროს 35 წლამდე პირები არიან. ანუ მოქალაქეებს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, „რეფერენდუმის“ შედეგების მიხედვით, მიიღებენ პასპორტს ან უკვე აიღეს – მუქარებით, თავიანთი თანამემამულეების მოსაკლავად გაგზავნიან“, – განაცხადა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები