“სასიკვდილოდ თავიანთი ათიათასობით მოქალაქე გაგზავნეს” – ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი მობილიზაციაზე
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დაარღვია პირობა, რომ მობილიზაციას არ გამოაცხადებდა და უკრაინის ტერიტორიების ანექსირებას არ მოახდენდა და ეს ნიშნავს, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა წარუმატებელია.
მინისტრმა აღნიშნა, რომ პუტინმა და რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ცუდი აღჭურვილობითა და ცუდი მენეჯმენტით სასიკვდილოდ ათიათასობით, თავიანთი მოქალაქე გაგზავნეს.
„არავითარი მუქარა და პროპაგანდა ვერ დამალავს იმ ფაქტს, რომ უკრაინელები იგებენ ამ ომს, საერთაშორისო საზოგადოება ერთიანია და რუსეთი გლობალურად გარიყული ხდება“, – განაცხადა უოლესმა.