“ეს არის ტრაგედია თავად რუსი ხალხისთვის” – ზელენსკის სპიკერი მობილიზაციის გამოცხადებაზე
,,რუსეთში გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია არის რუსული პროფესიული არმიის უუნარობის აღიარება, რომელმაც ყველა დასახული ამოცანა ჩააგდო და ახლა ამ მიზნების შესასრულებლად კრემლი „300 000 გუშინდელ წვევამდელს“ გზავნის”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის სპიკერმა, სერგეი ნიკოფოროვმა თქვა.
“რუსეთში გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია არის რუსული პროფესიული არმიის უუნარობის აღიარება, რომელმაც ყველა დასახული ამოცანა ჩააგდო და ახლა ამ მიზნების შესასრულებლად კრემლი „300 000 გუშინდელ წვევამდელს“ გზავნის. რუსეთის დიქტატორის, ვლადიმერ პუტინის ასეთი გადაწყვეტილება ტრაგედიაა თავად რუსი ხალხისთვის,” – თქვა ნიკიფოროვმა LIGA-თან საუბარში.
მისი თქმით, წარუმატებლობის კომპენსირებას კრემლი „საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ძალადობით და რეპრესიებით აპირებს”.
“ეს არის დიდი ტრაგედია, უპირველეს ყოვლისა, თავად რუსი ხალხისთვის. გუშინდელი წვევამდელებიდან 300 000 გაიგზავნება იქ, სადაც რეციდივისტ-ავაზაკებმა, დაქირავებულებმა და ნაქებმა კადიროველებემა ვერაფერი შეძლეს”, – თქვა ზელენსკის სპიკერმა.
ნიკიფოროვის თქმით, „გასაგებია, კონკრეტულად რა დაემართებათ ამ ბიჭებს“, რომლებსაც რუსული არმია „სათანადოდ ვერ ამზადებს და ვერც მოამარაგებს“.
”რაც მალე შეჩერდება ეს ყველაფერი, მით უფრო ნაკლები რუსი ვაჟი გაიგზავნება ფრონტზე სიკვდილისთვის”, – დაასკვნა მან.