“ლატვია რუსებს მობილიზაციისგან თავის არიდებაში არ დაეხმარება” – ედგარს რინკევიჩი

ლატვია არ გასცემს ჰუმანიტარულ და სხვა ვიზებს რუსებზე, რომლებიც თავს არიდებენ მობილიზაციას, – განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩმა.

„უსაფრთხოების მიზნით, ლატვია არ გასცემს ჰუმანიტარულ ან სხვა ვიზებს რუსეთის იმ მოქალაქეებზე, რომლებიც თავს არიდებენ მობილიზაციას, ასევე, არ შეცვლის 19 სექტემბერს შენგენის ვიზის მქონე რუსეთის მოქალაქეებისთვის დაწესებულ საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვებს“, – დაწერა რინკევიჩმა Twitter-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები