ლიზ ტრასი: რუსეთმა უნდა დაასრულოს ომი და უკრაინას რეპარაციები გადაუხადოს
ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ლიზ ტრასის განცხადებით, რუსეთმა უკრაინაში ომი უნდა დაასრულოს და კიევს რეპარაციები გადაუხადოს.
ამის შესახებ მან Evening Standart-თან საუბარში თქვა.
„რუსეთმა უნდა დაასრულოს ომი უკრაინაში და მას რეპარაციები გადაუხადოს, რომ დაბრუნდეს საერთაშორისო ასპარეზზე, როგორც სრულფასოვანი პარტნიორი”, – თქვა ბრიტანეთის პრემიერმა.
მისი თქმით, უპირველეს ყოვლისა, რუსეთმა უკრაინა უნდა დატოვოს.
„ამის შემდეგ ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ სათანადო კომპენსაცია მოხდება იმის, რაც უკრაინაში მოხდა და ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ რუსეთი ვეღარასოდეს დაემუქრება მის მოსაზღვრე ქვეყნებს“, – ხაზგასმით აღნიშნა ბრიტანეთის მთავრობის მეთაურმა.