შოიგუ: უკრაინაში რუსეთი უფრო კოლექტიურ დასავლეთს ებრძვის

უკრაინაში რუსეთი არა იმდენად კიევს ებრძვის, რამდენადაც – კოლექტიურ დასავლეთს, – განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ.

„არ შემიძლია, არ აღვნიშნო, რომ დღეს ჩვენ ომში ვართ არა იმდენად უკრაინასთან, უკრაინის არმიასთან, რამდენადაც – კოლექტიურ დასავლეთთან“, – თქვა მან.

შოიგუმ აღნიშნა, რომ უკრაინამ დაკარგა მთელი თავისი იარაღი, რომელიც საბჭოთა დროიდან ჰქონდა დარჩენილი.

ევროპულმა ქვეყნებმა, რომლებსაც ჰქონდათ სსრკ-ში წარმოებული იარაღი, თავიანთი მარაგები, „საფუძვლიანად გაწმინდეს და რაც ჰქონდათ” იარაღი, კიევს გადასცეს.

„და უკვე დადგა დრო, როდესაც ჩვენ ნამდვილად ომში ვართ, კოლექტიურ დასავლეთთან, პლუს – ნატო-სთან“, – დასძინა მან.

ამასთან, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ უკრაინაში რუსული “სპეცოპერაციის” მთავარი ამოცანა სრულდება, ყველაფერი კეთდება მის გადასაჭრელად.

“არსებობს მთავარი ამოცანა, რომელიც დასახულია. ეს ამოცანა სრულდება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ის შესრულდეს”, – განაცხადა შოიგუმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები