“ათასობით რუსი კაცი ომის ხორცსაკეპ მანქანაში იქნება ჩაგდებული” – რუსეთში საპროტესტო აქციები გაიმართება

რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გამოცხადდა.

მოძრაობა „ვესნამ“ მოუწოდა რუსეთის მოსახლეობას, გააპროტესტონ მობილიზაცია.

ამის შესახებ ორგანიზაციის სოციალურ ქსელ Twitter-ში გავრცელებულ შეტყობინებაშია ნათქვამი.

„21 სექტემბერს, 19:00 საათზე ყველას, ვინც არ ეთანხმება მობილიზაციის გადაწყვეტილებას, აქტივისტები თქვენი ქალაქების ცენტრებში შეკრებისკენ მოუწოდებენ. ათასობით რუსი კაცი – ჩვენი მამები, ძმები და ქმრები იქნებიან ჩაგდებული ომის ხორცსაკეპ მანქანაში. რისთვის უნდა მოკვდნენ? რისთვის უნდა დაღვარონ ცრემლები დედებმა და შვილებმა?“, –  ნათქვამია მოძრაობის განცხადებაში.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დღეს ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რომლის ფარგლებში, 300 ათასი რეზერვისტი იქნება გამოძახებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები