შოიგუ: მობილიზაციის ფარგლებში, 300 ათასი რეზერვისტი იქნება გაწვეული

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე “სპეცოპერაციის” ფარგლებში, 300 ათასი რეზერვისტი იქნება გაწვეული.

ამის შესახებ მან ხალხისადმი მიმართვაში თქვა.

“რუსეთს აქვს უზარმაზარი სამობილიზაციო რესურსი. ნაწილობრივ მობილიზების დროს, სულ 300 ათასი ადამიანი იქნება გამოძახებული.

ნაწილობრივ მობილიზაციას დაექვემდებარებიან ისინი, ვინც ადრე მსახურობდა, აქვს სამხედრო სპეციალობა, საბრძოლო გამოცდილება”, – თქვა შოიგუმ.

რუსეთში ნაწილობრივ მობილიზაციის გამოცხადებაზე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

მისი თქმით, რეზერვისტების გამოძახება დღეიდან, 21 სექტემბრიდან იწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები