“მორჩა, სპეცოპერაციის ახალ ტაქტიკაზე გადავდივართ” – კადიროვი
ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა, რამზან კადიროვმა თქვა, რომ “უკრაინელ ნაციონალისტებს სპეცოპერაციის” ახალი ტაქტიკა ელოდებათ.
ამის შესახებ მან ტელეგრამში დაწერა.
„მორჩა. უკრანაცისტების წინააღმდეგ სპეცოპერაციის ახალ ტაქტიკაზე გადავდივართ. მათთან დროის დაკარგვას აღარ ვაპირებთ. მოწინააღმდეგე შურისძიების ახალი გეგმის უმძიმეს შედეგებს სულ მალე წააწყდება”, – წერს კადიროვი.
კადიროვის თქმით, ქმედებები, რომლებიც აქამდე იყო, მტერს „ბავშვურ ხუმრობად“ მოეჩვენება. მან ასევე გააფრთხილა “ნაციონალისტები”, რომ უკან დახევის დრო სულ უფრო ნაკლები დარჩა, “შემდეგში სულ უფრო უარესი იქნება”.
“იღბლიანი იქნება მხოლოდ ის, ვინც ამ გზავნილს, როგორც მძიმე ნიშანს, მიიღებს და გადარჩენისთვის ყველაფერს აწონ-დაწონის. მოემზადეთ და ორივე თვალით გამოიხედეთ”, – დაასკვნა ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა.