ხარკოვისა და დონეცკის ოლქების საზღვარზე უკრაინის დროშა აღიმართა

The Ukrainian flag was raised on the entrance sign installed on the border of Donetsk and Kharkiv regions! Thanks to our Armed Forces, this section of the Kyiv-Kharkiv-Dovzhansky highway is free of occupiers, but extremely dangerous, as it is literally stuffed with deadly scrap metal. Until recently, fierce battles were being fought here, and now only abandoned equipment and minefields remind of them. Together with the First Deputy Head of the Ministry of Internal Affairs Yevhen Yenin and the Head of the State Emergency Service Serhi Kruk, we went to the site to assess the scale of work to be done on demining.

ხარკოვისა და დონეცკის ოლქების საზღვარზე უკრაინის დროშა აღიმართა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას CNN-ი დონეცკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც კირილენკო აღნიშნავს, კიევი-ხარკოვი-დოვჟანსკის ავტომაგისტრალის მონაკვეთი, რუსი ოკუპანტებისგან თავისუფალია.

„დონეცკისა და ხარკოვის ოლქების საზღვარზე შესასვლელ აბრაზე უკრაინის დროშა აღიმართა! ჩვენი შეიარაღებული ძალების წყალობით, კიევი-ხარკოვი-დოვჟანსკის ავტომაგისტრალის ეს მონაკვეთი თავისუფალია ოკუპანტებისგან, მაგრამ უაღრესად საშიშია, რადგან სავსეა სიცოცხლისთვის საშიში ჯართით“, – წერს კირილენკო.

მისი თქმით, ბოლო დროს გამართული სასტიკი ბრძოლების შემდეგ, ადგილზე მხოლოდ მიტოვებული აღჭურვილობა და დანაღმული ველებია დარჩენილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები