მაკრონი უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ დაგეგმილ ე.წ რეფერენდუმებს „ცინიკურს“ და „პაროდიას“ უწოდებს
რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში დაგეგმილი ე.წ. რეფერენდუმი რუსეთთან შეერთების შესახებ, საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული არ იქნება, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
საფრანგეთის ლიდერმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რუსეთის გეგმებს „ცინიკური“ და „პაროდია“ უწოდა.
„დონბასის რეფერენდუმის იდეა ასეთი ტრაგიკული რომ არ იყოს, სასაცილო იქნებოდა. ვფიქრობ, რომ ის, რაც რუსეთმა გამოაცხადა, არის პაროდია“, – განუცხადა მაკრონმა ჟურნალისტებს ნიუ-იორკში, სადაც გაეროს გენერალური ასამბლეის რიგით 77-ე სესია იმართება.