შსს „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელის დაკავების კადრებს ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ქუთაისში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელის დაკავების კადრებს ავრცელებს.

კადრებში ნაჩვენებია, როგორ გამოჰყავთ უწყების თანამშრომლებს შენობიდან მძევლები, შემდეგ კი თავად მძარცველი, რომელსაც ავტომობილში სვამენ.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში, „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი პირი სამართალდამცველებმა თითქმის 9-საათიანი სპეცოპერაციის შემდეგ დააკავეს. თავდასხმა ბანკის ერთ-ერთ ფილიალზე დილის 11 საათზე განხორციელდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მძარცველს 14 მძევალი ჰყავდა აყვანილი. ის 2 მილიონ აშშ დოლარს, „სპრინტერის“ ფირმის მანქანას, ქუთაისის აეროპორტის ტერიტორიაზე ვერტმფრენს, რუსულ დროშასა და ანკესს ითხოვდა. ადგილზე ჩავიდა შს მინისტრი ვახტანგ გომელაური.

დღის განმავლობაში სოციალურ ქსელში პერიოდულად მძევლების ვიდეოები ვრცელდებოდა, რომლებიც, სავარაუდოდ, თავდამსხმელის მოთხოვნით ხდებოდა.

შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 4 მუხლით დაიწყო, მათ შორის, ტერორიზმის მუხლითაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები