ხელოვნების სიყვარულით შექმნილი ყვავილების სალონი – „არტიფლორა“

ალბათ, დამეთანხმებით, რომ გულით ნაჩუქარ ერთ ყვავილს მთელი დღის გუნება-განწყობის შეცვლა შეუძლია.  ყვავილები ხომ სიყვარულის, სილამაზისა და სიცოცხლის სიმბოლოა. საჩუქრად მირთმეული, სწორად შერჩეული, მშვენიერი თაიგული ნებისმიერი გემოვნების და ხასიათის ქალბატონებს აღაფრთოვანებს. ამაში კი ნამდვილად დაგეხმარებათ ყვავილების ზღაპრული სამყარო, რომელსაც „არტიფლორა“ ჰქვია. მისი შექმნის ისტორია და კონცეფცია ძალიან საინტერესოა. გთავაზობთ ინტერვიუს „არტიფლორას“ დამფუძნებელთან, თამარ დვალიშვილთან.

-დავიწყოთ თავიდან, მოგვიყევით, რატომ გადაწყვიტეთ, შეგექმნათ ყვავილების სალონი „არტიფლორა“?

-„არტიფლორა“ ჩემი შემოქმედებითი ცხოვრების ერთგვარი გაგრძელებაა. პროფესიით, მოცეკვავე ვარ. ძალიან დიდხანს ვცეკვავდი ანსამბლ „ერისიონში“.

ოჯახის და სამი შვილის გამო, საკუთარ პროფესიაზე უარის თქმა მომიწია. ვგრძნობდი, რომ სულ მინდოდა გამეკეთებინა რაღაც, რაც ძალიან ახლოს იქნებოდა ხელოვნებასთან. ყვავილების ჩუქებით გამოწვეული ემოცია დაუვიწყარია. ყოველთვის მახსოვს კონცერტის ბოლოს ჩემი შვილების მიერ მორთმეული თაიგული. ამიტომ, საკუთარ დაბადების დღეზე გავხსენი ყვავილების სალონი „არტიფლორა“. ხელოვნებისა და ყვავილების სინთეზი –  ეს არის „არტიფლორას“ მთავარი მახასიათებელი.

-ოჯახი, შვილები, ყვავილების სალონი… რამდენად რთული იყო ამ ყველაფერთან გამკლავება? რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდით?

-როცა ბევრი სტარტაპი მძიმე პანდემიის გამო არსებობას წყვეტდა, მე მაშინ გადავწყვიტე, დამეწყო ახალი საქმე. ეს ძალიან თამამი და რისკიანი გადაწყვეტილება იყო.  ორი წლის განმავლობაში არ მყავდა არც ფლორისტი, არც კონსულტანტი და არც კურიერი. შესაბამისად, ყველაფერს მე ვითავსებდი. რომ არა ჩემი მეუღლის მხარდაჭერა, ალბათ, ძალიან გამიჭირდებოდა ამ სირთულეების გადალახვა.


გაიგეთ მეტი „არტიფლორას“ შესახებ:  https://www.facebook.com/artyflora.ge


-რომელი ქვეყნის ყვავილებით მარაგდება „არტიფლორა“?

-ძირითადად, ჰოლანდიური ყვავილები გვაქვს, თუმცა „არტიფლორაში“ დაგხვდებათ ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან შემოსული სხვადასხვა ჯიშის ყვავილებიც. სეზონის მიხედვით, მომხმარებელს ქართულ, ადგილობრივ ყვავილებსაც ვთავაზობთ, რომელიც გამორჩეულად ლამაზია.

-გქონიათ თუ არა ცეკვასთან შეხება მას შემდეგ, რაც ყვავილების სალონი გახსენით?

-დიახ, მქონია და იმ დღის ემოციები არასდროს დამავიწყდება. ანსამბლ „ერისიონს“ ჰქონდა შოუ ფილარმონიაში, რომელსაც „ქართული ლეგენდა“ ერქვა. მე, როგორც ყოფილმა მოცეკვავემ, კარგად ვიცი, თუ როგორი სასიხარულოა, აპლოდისმენტებთან ერთად, თაიგულის მირთმევა. დიდი სურვილი მქონდა, რომ „ერისიონის“ თითოეული მოცეკვავე გამეხარებინა და ეს დღე გამელამაზებინა. კონცერტის ბოლოს ყველას გადავეცი „არტიფლორას“ თაიგულები და სასაჩუქრე ვაუჩერები. თითოეული მათგანის ემოციებისთვის ნამდვილად ღირდა ეს ყველაფერი.

სიყვარული, პატივისცემა, მონატრება – ყველა ის ემოცია, რაც ამდენი წლის განმავლობაში დამიგროვდა, ჩემი თაიგულების მეშვეობით გადმოვეცი.

ეს იყო ზღვა ემოცია რომელმაც, კიდევ უფრო დიდი სტიმული მომცა იმისთვის, რომ საქმეს, რომელსაც ვაკეთებ, მივყვე ბოლომდე და არ დავნებდე.

-ყვავილების ბაზარზე ძალიან დიდ კონკურენციაა, რა გამოარჩევს „არტიფლორას“? რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

-„არტიფლორას“ უკვე აქვს ამ დიდ კონკურენციაში საკუთარი ხელწერა. ჩვენი ყველა თაიგული ხელოვნების ნიმუშია.

ჩვენ ყოველდღიურად ახალ თაიგულებს ვთავაზობთ მომხმარებლებს, ჩვენი გემოვნებიანი ფლორისტი კი, თქვენი საყვარელი ადამიანის გულს აუცილებლად გაახარებს. „არტიფლორას“ სალონი მდებარეობს დიღომში. გვაქვს საკურიერო მომსახურება, როგორც სხვადასხვა კომპანიის დახმარებით, ასევე საკუთარი კურიერით, რომელიც 24 საათის განმავლობაში თქვენ სამსახურშია.

 

-რას უნდა ველოდოთ „არტიფლორასგან“ მომავალში?

-„არტიფლორას“ გუნდი მზად არის, თქვენთვის გამორჩეული დღე ზღაპრული და დაუვიწყარი გახადოს.  გვაქვს, როგორც საქორწინო, ასევე სხვა ღონისძიებების მომსახურება. გვინდა, რომ „არტიფლორას“ იცნობდნენ და არჩევანს სწორედ ჩვენზე აკეთებდნენ.

ჩემი დიდი სურვილია, ადამიანები გავაბედნიერო და გავახარო. სამომავლოდ „არტიფლორას“ უნდა ჰქონდეს ერთი ძალიან ლამაზი სივრცე ღონისძიებებისთვის, რომელიც ყველა ადამიანის ცხოვრებაში დაუვიწყარ მომენტებს და ემოციებს შეინახავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები