PepsiCo-მ რუსეთში პროდუქციის წარმოება შეწყვიტა
PepsiCo Inc-მა რუსეთში Pepsi, 7UP-ის და Mountain Dew-ის წარმოება შეწყვიტა. აღნიშნული თითქმის 6 თვის შემდეგ მოხდა – კომპანიაში განაცხადეს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის პროტესტის ნიშნად საქმიანობას აჩერებენ.
Pepsi-ის განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც Reuters-მა მოსკოვსა და სხვა ქალაქებში ათობით სუპერმარკეტი, საცალო მაღაზია და სპორტული დარბაზი მოინახულა და პროდუქციის წარმოების ვადა შეამოწმა.
“პეპსის” პროდუქტის ბოლო თარიღი 17 აგვისტოა.
Reuters-ისთვის გაკეთებულ განცხადებაში ამერიკულ კომპანიაში აღნიშნეს, რომ რუსეთში PepsiCola, Mirinda, 7Up-ის და Mountain Dew-ს კონცენტრატების წარმოება შეწყვიტა.
„რუსეთში ყველა კონცენტრატი იქნა გამოყენებული, წარმოება კი შეწყდა“, – განაცხადა “პეპსიკო”-ს სპიკერმა 8 სექტემბერს.