ილია დარჩიაშვილი: საქართველოს პრემიერმინისტრის მხრიდან შარშან, ძალიან აქტიური ჩართულობით, მისი პირადი მონაწილეობით, მოხდა ჩვენს ორ მეზობელს შორის მნიშვნელოვანი შეთანხმების მიღწევა და ეს უკვე არის ის კონკრეტული ხელშესახები შედეგი, რომელიც ჩვენ მივიღეთ
საქართველოს პრემიერმინისტრის მხრიდან, როგორც ცნობილია, შარშან, ძალიან აქტიური ჩართულობით, მისი პირადი მონაწილეობით, მოხდა ჩვენს ორ მეზობელს შორის მნიშვნელოვანი შეთანხმების მიღწევა და ეს უკვე არის ის კონკრეტული ხელშესახები შედეგი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გრძელდება სქართველოს ძალისხმევა იმისთვის, რომ თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს რეგიონის უსაფრთხოებისა და მშვიდობის განმტკიცების საქმეში.
„საქართველოს პრემიერმინისტრის მხრიდან, როგორც ცნობილია, შარშან, ძალიან აქტიური ჩართულობით, მისი პირადი მონაწილეობით, მოხდა ჩვენს ორ მეზობელს შორის მნიშვნელოვანი შეთანხმების მიღწევა და ეს უკვე არის ის კონკრეტული ხელშესახები შედეგი, რომელიც ჩვენ მივიღეთ. შარშან გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში საქართველოს პრემიერმინისტრმა ღიად ისაუბრა ჩვენი ქვეყნის სამშვიდობო სამეზობლო პოლიტიკის შესახებ და სწორედ ამ განცხადებული პოლიტიკის ფარგლებში, სულ რამდენიმე თვის წინ საქართველომ უმასპინძლა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს. საერთო პოლიტიკის ფარგლებში გრძელდება სქართველოს ძალისხმევა, იმისთვის, რომ თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებისა და მშვიდობის განმტკიცების საქმეში.
საქართველო ყოველთვის მზად იყო, რომ ჩვენი სამხრეთით მეზობლებისთვის შეეთავაზებინა ქვეყანა, ადგილი, სადაც მათ შეეძლებოდათ, მშვიდობის განმტკიცების მიმართულებით გაეხსნათ დიალოგი და ამ მიმართულებით ჩვენი ქვეყნის შეთავაზება კვლავ ძალაშია და თუკი საჭირო გახდება, ჩვენი ქვეყანა მედიაციის პროცესში იყოს ჩართული, ამის მზაობა ჩვენ ყოველთვის გვაქვს და აქ არანაირი წინაპირობები ჩვენი მხრიდან არ არსებობს, ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ჩვენს რეგიონში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა”, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.