მექსიკაში 7,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
მექსიკაში 7,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას The Gardian-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 13:05 საათზე, წყნარი ოკეანის სანაპიროს მახლობლად, ქალაქ ლა პლასიტა დე მორლოსთან, 15 კმ სიღრმეზე დაფიქსირდა.
ქვეყნის პრეზიდენტმა, ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ საზღვაო ძალების მდივანმა საპორტო ქალაქ მანზანილოში ერთი დაღუპულის შესახებ აცნობა, რომელიც სავაჭრო ცენტრის კედლის ჩამონგრევას ემსხვერპლა.
აღსანიშნავია, რომ ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები მექსიკაში დამანგრეველი მიწისძვრის ხუთი წლისთავზე დაფიქსირდა. 2017 წლის 19 სექტემბერს მომხდარ მიწისძვრას ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში 370 ადამიანი ემსხვერპლა.