სომხეთის უშიშროების საბჭო: აზერბაიჯანმა სომხეთის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარები უნდა გაიყვანოს
სომხეთის უშიშროების საბჭო აცხადებს, რომ აზერბაიჯანმა სომხეთის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარები უნდა გაიყვანოს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, საბჭო საერთაშორისო საზოგადოებას აზერბაიჯანზე მუდმივი ზეწოლის განხორციელებისკენ მოუწოდებს.
„სომხეთის რესპუბლიკა ყველა არსებული საშუალებით დაიცავს თავის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. აზერბაიჯანის ჯარები სომხეთის რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიებიდან უნდა გაიყვანონ.
ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას განახორციელოს მუდმივი ზეწოლა აზერბაიჯანზე, რათა შეწყვიტოს სომხეთის სუვერენული ტერიტორიის ოკუპაცია და მისმა ჯარებმა უკან დაიხიონ. მივესალმებით ყველა ქვეყანას და ორგანიზაციას, ვინც თავისი მკაფიო პოზიცია გამოხატა.
ამავე დროს, ჩვენ ვიმეორებთ სომხეთის რესპუბლიკის ვალდებულებას, დაიცვას საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებელი წევრის ვალდებულება“, – აღნიშნულია სომხეთის უშიშროების საბჭოს განცხადებაში.