ირაკლი ქადაგიშვილი: უმრავლესობა ოპოზიციასთან ერთად შეეცდება, მოძებნოს სახალხო დამცველის ღირსეული კანდიდატი, რომელიც გარკვეული პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი არ იქნება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ მმართველი გუნდი სახალხო დამცველის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას არ აპირებს.

მისი თქმით, ხელისუფლება შეეცდება, ოპოზიციასთან ერთად მოძებნოს ისეთი კანდიდატი, რომელიც იქნება ღირსეული და არ იქნება გარკვეული პოლიტიკური გუნდის ან მიმდინარეობის წარმომადგენელი.

„საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე გამოდის დეპუტატ ლევან იოსელიანის ინიციატივა, რომ სახალხო დამცველის არჩევა მოხდეს არა ფარული, არამედ ღია კენჭისყრით. ამ პრინციპისთვის მხარდაჭერა გადაწყვეტილია უმრავლესობაშიც. უმრავლესობა თავის კანდიდატურის წამოყენებას არ აპირებს და შეეცდება, ოპოზიციასთან ერთად მოძებნოს ისეთი კანდიდატი, რომელიც იქნება ღირსეული და არ იქნება გარკვეული პოლიტიკური გუნდის ან მიმდინარეობის წარმომადგენელი“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები