დიმიტრი ხუნდაძე: კითხვები, რომლებსაც პასუხები არ აქვს, გვახსენებს იმ წარსულს, როცა საბჭოური „უფროსი ძმა“ ყოველთვის მართალი იყო და იქ კითხვის დასმის უფლებაც არავის ჰქონდა

„ამ ოკუპირებულ ტერიტორიებზეც იყო მოწოდება, რომ დღევანდელი ვითარება არის საშუალება, რომ საქართველომ დაიბრუნოს ოკუპირებული ტერიტორიები. ანუ გამოდის რა, რომ საქართველომ უნდა დაიწყოს საომარი მოქმედებები და პირველი შეხება სად იქნება – ოსებთან და აფხაზებთან. ჩვენ ერთხელ უკვე ასეთი საომარი მოქმედებებით ერთმანეთს დავცილდით, ამის შემდეგ სახალხო დიპლომატიის და ბევრი მცდელობის შემდეგ მოვახერხეთ ის, რომ ნელ-ნელა ერთმანეთთან უფრო ახლოს მივდივართ და ახლა, ისევ უნდა დავეჯახოთ ერთმანეთს და გავიყოთ ერთმანეთის სისხლი და პრაქტიკულად პერსპექტივა ჩავკეტოთ. რა თქმა უნდა ეს მიუღებელია“, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ “იმედის კვირასთან” განაცხადა.

„თუკი კითხვებს ვსვამთ მითუმეტეს ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მიმართ, იმიტომ რომ ჩვენ ისინი გვეიმედებიან და სწორედ მათგან გვინდა მივიღოთ ამომწურავი პასუხი. ასეთი დამოკიდებულება – კითხვები, რომლებსაც პასუხები არ აქვს, აჩენს შიშს და გვახსენდება ის წარსული, როცა საბჭოური უფროსი ძმა  მართალი იყო და იქ კითხვის დასმის უფლებაც არავის ჰქონდა“, – განაცხადა ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები