მიხეილ სარჯველაძე: როდესაც ოპოზიცია ხარ, თითქოს გულშემატკივრობ ევროპეიზაციას, რომლის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა არის დეპოლარიზაცია და ასეთ დროს პროცესს ემიჯნები, ეს მავნებლობაა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „იმედის კვირასთან“ ე.წ. რადიკალური ოპოზიციის მიერ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესში ჩართვაზე უარის თქმა კიდევ ერთხელ შეაფასა.

„ეს აღარ არის უბრალოდ დესტრუქციულობა, ეს არის პროცესის რამენაირად დაზიანება. რომ არ ყოფილიყო პირველი პუნქტი, შეიძლებოდა გვეწოდებინა ამისთვის დესტრუქციულობა ან უბრალოდ არასერიოზულობა. მაგრამ როდესაც ოპოზიცია ხარ, თითქოს გულშემატკივრობ ევროპეიზაციას და ევროპეიზაციის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა არის დეპოლარიზაცია და ასეთ დროს პროცესს ემიჯნები და მხოლოდ ხელისუფლებას ტოვებ ამ პროცესში სამუშაოდ, რა საკვირველია, ეს მავნებლობაა. პროცესის დაზიანების წინასწარ გამიზნული სურვილი“, – განაცხადა სარჯველაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები