პრეზიდენტი: უმკაცრესად ვგმობ რუსეთის სისასტიკეს იზიუმში, ომის ამ დანაშაულებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი

უმკაცრესად ვგმობ რუსეთის მიერ ჩადენილ სისასტიკეს იზიუმში, ომის ამ დანაშაულებებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

„უმკაცრესად ვგმობ რუსეთის მიერ ჩადენილ სისასტიკეს იზიუმში. ომის ამ დანაშაულებებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი. უკრაინა არ დაეცემა და დადგება მშვიდობა! #SlavaUkraini“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები