რატი იონათამიშვილი: მომდევნო კვირაში დაინიცირდება კანონპროექტები, როგორც საპარლამენტო ზედამხედველობაზე, ისე საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით

მომდევნო კვირაში ჩვენ დავაინიცირებთ კონკრეტულ კანონპროექტებს, როგორც საარჩევნო რეფორმის, ასევე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების თვალსაზრისით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, ჩვენ ფაქტობრივად ეუთო/ოდირის ყველა რეკომენდაციასთან დაკავშირებით გვაქვს შედეგი და ეს აისახება კანონპროექტში. რაც შეეხება საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებას, ამ მხრივ, პარლამენტის რეგლამენტში შევა ისეთი ცვლილებები, რაც გაამარტივებს და უფრო ეფექტურს გახდის გამოყენების პროცედურებს, როგორც ინტერპელაციის, ასევე დეპუტატის კითხვის, მინისტრის საათისა თუ სხვა საპარლამენტო ზედამხედველობის კუთხით.

მარტივდება და უფრო კონკრეტული ხდება ის რეგულაციები, რაც მნიშვნელოვანია, რომ დეპუტატის კითხვის დროს უფრო ოპტიმალურად და მოკლე ვადაში მიიღოს პასუხი პარლამენტის წევრმა. მეორეს მხრივ, იზრდება ინტერპელაციის რაოდენობა, რაც მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია საპარლამენტო კონტროლის განხორციელების თვალსაზრისით. ასევე, თემატურ მოკვლევასთან დაკავშირებით, უფრო მარტივდება მისი შექმნის და ინიცირების მექანიზმები“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები