მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი იზიუმში ნაპოვნ მასობრივ საფლავებს ეხმაურება და დამნაშავეების დასჯას ითხოვს
მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრი, ნიკუ პოპესკუ გამოეხმაურა რუსული ოკუპაციისგან გათავისუფლებულ იზიუმში ნაპოვნ მასობრივ საფლავებს.
მინისტრის თქმით, დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ.
„ღრმად დამწუხრებული ვარ რუსული ოკუპაციის შედეგებით, როდესაც ვხედავ კადრებს გათავისუფლებული იზიუმიდან. დამნაშავეები უნდა დაისაჯონ ამ ცხოველობის გამო“, – წერს პოპესკუ Twitter-ში.
როგორც ცნობილია, გათავისუფლებულ იზიუმში მასობრივი სასაფლაოები იპოვეს, სადაც, ექსპერტიზის ცნობით, 440-ზე მეტი ადამიანის ცხედარი იყო.