შალვა პაპუაშვილი: უკრაინას გვერდით ვუდგავართ ყველანაირად, იმაზე მეტად, ვიდრე საქართველოს და ჩვენნაირ პირობებში მყოფ ქვეყანას შეუძლია

უკრაინელი მაღალჩინოსნების ბრალდებებთან დაკავშირებით ჩვენ არანაირ განმარტებებს არ ვაპირებთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში “აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად” განაცხადა.

„ჩვენ ვაპირებთ, უკრაინას ვუსურვოთ გამარჯვება და გვერდით ვუდგავართ ყველანაირად, იმაზე მეტად, ვიდრე საქართველოს და ჩვენნაირ პირობებში მყოფ ქვეყანას შეუძლია. ეს ომი დასრულდება და მოვა მომენტი, როდესაც ბევრი დაფიქრდება, შეძლებს თუ არა, თვალებში ჩახედოს ქართველ ხალხს იმ გამონათქვამების, თუ პოზიციების გამო, რომელიც ზოგიერთს ჰქონდა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები