ირაკლი ქარსელაძე: კახეთის მაგისტრალი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია როგორც რეგიონისთვის, ასევე, ქვეყნისთვის
კახეთის მაგისტრალი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია როგორც რეგიონისთვის, ასევე ქვეყნისთვის, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„საუბარია 4-ზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალზე. 35 კმ-ის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც სრულად სახელმწიფო ბიუჯეტით ფინანსდება. მომდევნო წელს პირველი მონაკვეთი გაიხსნება, ხოლო 2024 წელს ორი დარჩენილი მონაკვეთი და თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთი ამით დასრულდება.
პარალელურად, სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს საგარეჯო-ბადიაურის მონაკვეთზე, რომელიც ასევე ძალიან გამომწვევი მონაკვეთია. მთლიანობაში 85 კმ-ის მაგისტრალის აშენებაა დაგეგმილი, რომლის ფარგლებში ბაკურციხის კვანძიდან ხდება განაწილება თელავისა და ლაგოდეხის მიმართულებაზე“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.