ანრი ოხანაშვილი – „ხალხის ძალაზე: ამ ადამიანების ერთადერთი ინტერესია ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა და ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრული ინტეგრაცია

ამ დეპუტატების პოზიციები, როდესაც ისინი კონკრეტულ შეკითხვას სვამენ, ეს მათი ლეგიტიმური უფლებაა დემოკრატიულ საზოგადოებაში და ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ამ ადამიანებს ერთადერთი ინტერესი რაც აქვთ – ეს არის ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა და ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრული ინტეგრაცია, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკაში“ „ხალხის ძალაზე “ საუბრისას განაცხადა.

„ჩვენთვის მთავარი პარტნიორია აშშ, ევროპული სტრუქტურები, ევროკავშირი. ჩვენ მადლიერი ვართ იმ მტკიცე მხარდაჭერის აშში-ს მხრიდან, რომელიც ჩვენ გვაქვს.

ჩვენ გვაქვს არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა, არაერთი დისკუსია, მათ შორის კრიტიკული მსჯელობა კონკრეტულ საკითხებზე. ჩვენ ამ საკითხებთან დაკავშირებით ვმსჯელობთ კონკრეტულ ფორმატებში დახურულ კარს მიღმა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები