ანრი ოხანაშვილი – ოპოზიციაზე: ჩვენს ხელთ რა რესურსებიც არის, ყველაფერს ვაკეთებთ, თუმცა, ეს ადამიანები თუ არ მოდიან, ძალით ვერ მივიყვანთ სამუშაო ჯგუფებში

ჩვენ კარგი არ ჩაგვიკეტავს არცერთი ოპოზიციური ჯგუფისთვის, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, ეს ობიექტური მოცემულობა როგორ იქნება გათვალისწინებული, რა თქმა უნდა გამოწვევად რჩება,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ეს ჯგუფები ორიენტირებულები არიან იმაზე, რომ იქნებ ევროკავშირის პერსპექტივიდან ეს მიჩნეულ იქნეს არასაკმარისად. რა თქმა უნდა, ეს სახელმწიფოსთვის იქნება დამაზიანებელი. ჩვენს ხელთ რა რესურსებიც არის, ყველაფერს ვაკეთებთ, თუმცა ეს ადამიანები თუ არ მოდიან, ძალით ვერ მივიყვანთ სამუშაო ჯგუფებში. 12-პუნქტიან გეგმაში თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით გვაქვს პროგრესი“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები