ანრი ოხანაშვილი: ჩვენი მთავარი ამოცანა არის 12-პუნქტიან გეგმაზე მუშაობა

“ჩვენი მთავარი ამოცანა არის 12-პუნქტიან გეგმაზე მუშაობა – ამ გეგმის ფარგლებში, ყველა პუნქტის შესრულება და ჩვენთვის, დამსახურების საფუძველზე, სტატუსის მონიჭება, რაც ჩვენ ისედაც გვეკუთვნოდა, ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა “ქრონიკასთან” საუბრისას განაცხადა

“ჩვენთვის 12-პუნქტიანი გეგმა არის პრიორიტეტი. მასზე მუშაობის ფარგლებში, ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად საქმიანად და პარტიული ინტერესების მიღმა ვიმუშაოთ, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ასევე პოლარიზაციას”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები