ირაკლი ქადაგიშვილი: NDI და მისი კონტრაქტორი კომპანია ათეული წელია, რაც ნდობას აღარ იმსახურებს

NDI და მისი კონტრაქტორი კომპანია ათეული წელი შესრულდება, რაც ნდობას აღარ იმსახურებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში NDI-ის კვლევებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველა პროგნოზი, რომელიც NDI-ს მხრიდან იდებოდა, ბადებდა ეჭვებს, თუ რამდენად პროფესიონალურად ან კეთილსინდისიერად იყო ჩატარებული კვლევები.

„NDI და მისი კონტრაქტორი კომპანია ათეული წელი შესრულდება, რაც ნდობას აღარ იმსახურებს. ყველა პროგნოზი, რომელიც ამ კვლევებიდან იდებოდა არჩევნების წინ იმდენად დიდად იყო აცდენილი რეალობას, რომ ბადებდა გარკვეულ ეჭვებს, რამდენად პროფესიონალურად, ან კეთილსინდისიერად იყო ჩატარებული.

ჩვენ ათი წლის განმავლობაში ვიცოდით, რომ ნდობით და პოპულარობით ხალხში სულ მცირე მეორე ადგილზე დავით ბაქრაძე იყო. ეს იყო ის რეიტინგი, რომელიც საზოგადოებას უჩვენებდა ვინ იყო საზოგადოების თვალში კარგი პოლიტიკოსი. ადამიანები ღრმადაც ვერ არჩევდნენ ეს საარჩევნო რეიტინგია, კეთილგანწყობის თუ სხვა. ცნობადობა არც ახლა აკლია ამ ადამიანს, უბრალოდ 10 წლის განმავლობაში სანამ აქტუალური იყო დავით ბაქრაძის პოლიტიკურ ლიდერად წარმოჩინება, სულ მეორე ადგილზე იყო, იშვიათად მესამეზე. ბოლო კვლევაში ამ კუთხით დავით ბაქრაძე გაქრა, აღარ იკითხება. ძველ, რამდენიმე თვის წინ ჩატარებულ კვლევაში სახალხო დამცველი გახდა უცბად ხალხში ყველაზე პოპულარული. ამიტომ ბადებს ეჭვს, რომ მანიპულაცია ხდება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები