ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების ანგარიშის“ შესახებ იმსჯელეს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების ანგარიში“ მოისმინეს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, თამილა ბარკალაიას განცხადებით, „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ კანონი პარლამენტმა 2020 წლის 14 ივლისს მიიღო.

„კანონის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მოქალაქეების დასაქმებას, შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის განხორციელებას, თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების თანაბარ ხელმისაწვდომობას“, – განაცხადა თამილა ბარკალაიამ .

მან დეტალურად მიმოიხილა პასუხისმგებელი ინსტიტუტების მიერ კანონის ამოქმედებიდან (2021 წლის 1-ელი სექტემბერი) დღემდე განხორციელებული აქტივობები.

დასაქმების ხელშეწყობის მიზნით გაწეულ საქმიანობაზე ისაუბრეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, განათლებისა და მეცნიერებს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების წარმომადგენლებმა. მომხსენებლებმა კომიტეტს ასევე გააცნეს შესაბამისი უწყებების მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობები.

კომიტეტმა დადებითად შეაფასა „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების ანგარიში“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები