ზელენსკი რუსეთს ტყვეების სანაცვლოდ ამიაკის ექსპორტის განახლებას სთავაზობს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მხარს დაუჭერს რუსული ამიაკის უკრაინის გავლით ექსპორტს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინას სამხედრო ტყვეებს დაუბრუნებს.
აღნიშნულის შესახებ უკრაინის პირველმა პირმა სააგენტო Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა.
„მე წინააღმდეგი ვარ ჩვენი ტერიტორიის გავლით რუსეთის ფედერაციიდან ამიაკის მიწოდების. ამას გავაკეთებდი მხოლოდ ჩვენი ტყვეების სანაცვლოდ. ეს არის ის, რაც მე შევთავაზე გაეროს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
რუსული მედიის ინფორმაციით, აღნიშნულ იდეას კრემლი სწრაფადვე გამოეხმაურა და უარი განაცხადა.
„ადამიანები და ამიაკი ერთი და იგივეა?“ – აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.