რუსეთმა მაქსიმ გალკინი უცხოური აგენტების სიაში შეიყვანა
იუსტიციის სამინისტრომ მაქსიმ გალკინი უცხოური აგენტების სიაში შეიყვანა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
სამინისტროში მიიჩნევენ, რომ გალკინმა დაფინანსება უკრაინიდან „პოლიტიკური საქმიანობის განხორციელებისას“ მიიღო. ის ამ სიაში 23-ე ინდივიდად შეიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ მომღერალმა მაქსიმ გალკინმა და მისმა მეუღლემ, ალა პუგაჩოვამ რუსეთი მარტის დასაწყისში დატოვეს. მომღერალმა თქვა, რომ ემიგრაციაში წასვლას არ აპირებდა და განმარტა, რომ სამკურნალოდ და დასასვენებლად ისრაელში იყო წასული. აგვისტოს ბოლოს ის ქვეყანაში დაბრუნდა.
გალკინმა უკრაინაში სამხედრო ოპერაციის წინააღმდეგ საჯაროდ არაერთხელ ისაუბრა. „სიტყვები ვერ გამოხატავს იმას, რასაც ვგრძნობ! როგორ არის ეს ყველაფერი შესაძლებელი“, – დაწერა მან 24 თებერვალს სოციალურ ქსელში. მოგვიანებით გალკინმა კონცერტების გამართვა დაიწყო, საიდანაც თანხები უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად იგზავნებოდა.