თეთრი სახლი იზიუმში მასობრივი სამარხების შესახებ ცნობებს „სამარცხვინოსა“ და „საშინელებას“ უწოდებს

National Security Council Coordinator for Strategic Communications, John Kirby, speaks during the daily briefing in the Brady Briefing Room of the White House in Washington, DC, on September 16, 2022. (Photo by SAUL LOEB / AFP) (Photo by SAUL LOEB/AFP via Getty Images)

თეთრი სახლის განცხადებით, აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ იზიუმში მასობრივი სამარხების შესახებ ცნობები „საშინელი“ და „სამარცხვინოა“. ამის შესახებ CNN-ი წერს.

უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, აღნიშნულ ადგილზე, სულ მცირე, 440 საფლავია აღმოჩენილი.

„შეესაბამება იმ გარყვნილებასა და სისასტიკეს, რომელსაც რუსული ძალები, ამ ომში, უკრაინისა და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებენ“, – განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების მრჩეველმა, ჯონ კირბიმ.

მისივე თქმით, შეერთებული შტატები გააგრძელებს „აქტიურ მხარდაჭერას სამხედრო დანაშაულებისა და სისასტიკეების დოკუმენტირებაში, რომლებსაც რუსული ძალები სჩადიან უკრაინაში და დაეხმარება ეროვნულ და საერთაშორისო ძალისხმევას რუსების იდენტიფიცირებისა და პასუხისმგებლობის დაკისრებაში“.

იზიუმში, მასობრივ სამარხში 400-ზე მეტი ცხედარი იპოვეს. წამების ნიშნებით, ბავშვები, სარაკეტო თავდასხმების შედეგად დაღუპულები, უკრაინის შეიარაღებული ძალების მეომრები. რუსეთი ტოვებს მხოლოდ სიკვდილს და ტანჯვას. თქვენ ვერ გაიქცევით. თქვენ ვერ დაიმალებით. შურისძიება სამართლიანი და საშინელი იქნება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ქალაქ იზიუმის მახლობლად მდებარე ტყეში მასობრივი სამარხი 15 სექტემბერს აღმოაჩინეს, სადაც 400-ზე მეტი ადამიანის ცხედარია დამარხული.

როგორც უკრაინის შსს-ში აღნიშნავენ, იზიუმში დაღუპულთა მშვიდობიანი მოსახლეობის რიცხვი შესაძლოა, 1000 ადამიანს მიუახლოვდეს, რაც ბუჩაზე ორჯერ მეტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები