პუტინი – ევროკავშირს: თუ მეტი გაზი გსურთ, გახსენით Nord Stream 2

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ევროპის ენერგეტიკულ კრიზისთან რუსეთის კავშირს უარყოფს და აცხადებს, რომ თუ ევროკავშირს მეტი გაზი სურს, სანქციები უნდა გააუქმოს, რომელიც Nord Stream 2-ის მილსადენის გახსნას აფერხებს.

მისი თქმით, რუსეთი ენერგეტიკულ ვალდებულებებს კვლავ შეასრულებს.

„დასკვნა ის არის, რომ თუ თქვენ გაქვთ სურვილი, თუ ასე გიჭირთ, უბრალოდ გააუქმეთ სანქციები Nord Stream 2-ის წინააღმდეგ, რომლის მოცულობა წელიწადში 55 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს შეადგენს. უბრალოდ დააჭირეთ ღილაკს და ყველაფერი ამუშავდება“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა უზბეკეთში, „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები