თურქეთი რუსული გაზის 25%-ს რუბლებში გადაიხდის
„შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ ანკარა რუსული გაზის 25%-ს რუბლებში გადაიხდის.
„საკითხი შეთანხმებულია, ამ მიმართულებით მუშაობა ჩვენი შეთანხმებების შესაბამისად წარიმართება. ჩვენ მზად ვართ, მნიშვნელოვნად გავზარდოთ ჩვენი მიწოდება თურქეთში ყველა მიმართულებით, რომელიც თქვენთვის საინტერესოა“, – განაცხადა პუტინმა ერდოღანთან შეხვედრისას.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის მიერ რუსული გაზის ნაწილობრივ რუბლებში გადახდაზე პუტინმა და ერდოღანმა შეთანხმებას აგვისტოს დასაწყისში, სოჭში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.