ზელენსკი და უკრაინის სხვა ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ იზიუმში ნაპოვნ ცხედრებს წამების ნიშნები აქვთ

Experts work at a place of mass burial during an exhumation, as Russia's attack on Ukraine continues, in the town of Izium, recently liberated by Ukrainian Armed Forces, in Kharkiv region, Ukraine September 16, 2022. REUTERS/Gleb Garanich

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ქვეყნის სხვა ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ქალაქ იზიუმში ნაპოვნ ცხედრებს „წამების ნიშნები“ აქვთ.

უკრაინის პირველი პირი საკუთარ „ტელეგრამის“ არხზე ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც იზიუმთან ახლოს მდებარე მასობრივ სამარხში აღმოჩენილი ცხედრების ექსჰუმაციაა ნაჩვენები.

„ეს მთელმა მსოფლიომ უნდა ნახოს. სამყარო, რომელშიც არ უნდა იყოს სისასტიკე და ტერორიზმი, მაგრამ ეს ყველაფერი არსებობს და მისი სახელია რუსეთი.

იზიუმში, მასობრივ სამარხში 400-ზე მეტი ცხედარი იპოვეს. წამების ნიშნებით, ბავშვები, სარაკეტო თავდასხმების შედეგად დაღუპულები, უკრაინის შეიარაღებული ძალების მეომრები. რუსეთი ტოვებს მხოლოდ სიკვდილს და ტანჯვას. თქვენ ვერ გაიქცევით. თქვენ ვერ დაიმალებით. შურისძიება სამართლიანი და საშინელი იქნება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ქალაქ იზიუმის მახლობლად მდებარე ტყეში მასობრივი სამარხი 15 სექტემბერს აღმოაჩინეს, სადაც 400-ზე მეტი ადამიანის ცხედარია დამარხული.

როგორც უკრაინის შსს-ში აღნიშნავენ, იზიუმში დაღუპულთა მშვიდობიანი მოსახლეობის რიცხვი შესაძლოა, 1000 ადამიანს მიუახლოვდეს, რაც ბუჩაზე ორჯერ მეტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები