“იზიუმში აღმოჩენილი მასობრივი სამარხი რუსეთის სამხედრო დანაშაულებს ადასტურებს” – ესტონეთის პრეზიდენტი
ესტონეთის პრეზიდენტმა, ალარ კარისმა უკრაინის ქალაქ იზიუმის ოკუპანტებისგან გათავისუფლების შემდეგ აღმოჩენილ მასობრივ სამარხს “რუსეთის ომის დანაშაულების მტკიცებულება” უწოდა.
ამის შესახებ მან Twitter-ში დაწერა.
“სისასტიკისა და გაუთავებელი ადამიანური ტანჯვა – შეუძლებელია სიტყვებით იმ საშინელების გადმოცემა, რომელსაც რუსი ჯარისკაცები უკრაინაში ტოვებენ. იზიუმში აღმოჩენილი მასობრივი სამარხი ომის დანაშაულების კიდევ ერთი დასტურია. ჩვენი ვალია პასუხისმგებლობის უზრუნველყოფა, ჩვენ ვერ დავისვენებთ, სანამ დამნაშავეები პასუხისგებაში არ მიეცემიან”, – აღნიშნა ესტონეთის პრეზიდენტმა.
ქალაქ იზიუმის მახლობლად მდებარე ტყეში მასობრივი სამარხი 15 სექტემბერს აღმოაჩინეს, სადაც 400-ზე მეტი ადამიანის ცხედარია დამარხული.
როგორც უკრაინის შსს-ში აღნიშნავენ, იზიუმში დაღუპულთა მშვიდობიანი მოსახლეობის რიცხვი შესაძლოა, 1000 ადამიანს მიუახლოვდეს, რაც ბუჩაზე ორჯერ მეტი.