The Sun: ოლენა ზელენსკა ელისაბედ II-ის დაკრძალვას დაესწრება

უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედის დაკრძალვას დაესწრება.
ამის შესახებ The Sun-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.
ზელენსკა 500 სახელმწიფოს მეთაურსა და მაღალი რანგის სტუმარს შორის VIP მიღებაზე იქნება.
გამოცემის წყარო ამბობს, რომ “ელენა ზელენსკას იქ ყოფნა უკრაინის გლობალური მხარდაჭერის კიდევ ერთი ნიშანია იმ დროს, როდესაც რუსეთი იზოლაციაშია. დიდი ბრიტანეთი უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მოკავშირეა. მისი დაკრძალვაზე ყოფნა ამ მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის ნიშანია”.
დედოფლის სახელმწიფო დაკრძალვა 19 სექტემბერს გაიმართება. ეს დღე დიდ ბრიტანეთში დასვენების დღედ გამოცხადდება. დაკრძალვის ცერემონია ვესტმინსტერის სააბატოში გაიმართება, სწორედ აქ ხდებოდა ბრიტანელი მეფეების და დედოფლების კურთხევა, ხოლო 1947 წელს დედოფალი ელისაბედ II პრინც ფილიპზე დაქორწინდა.
დაკრძალვის ცერემონიაზე მოწვეულნი იქნებიან სახელმწიფოს მეთაურები მთელი მსოფლიოდან. ცერემონიის სატელევიზიო ტრანსლირება მოხდება, რომელსაც ასევე დაესწრებიან ბრიტანელი პოლიტიკოსები და ყოფილი პრემიერმინისტრები.
ამის შემდეგ, სამგლოვიარო პროცესია ლონდონიდან ვინძორის სასახლისკენ გაემგზავრება.
დედოფალს პრინც ფილიპის გვერდით, ვინძორში, მეფე ჯორჯ VI-ის მემორიალურ სამლოცველოში დაკრძალავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები