ფაშინიანი: საზღვარზე ვითარების ესკალაციას 135 სამხედრო შეეწირა
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან 13 სექტემბრის ღამით დაწყებულ ესკალაციას 135 სომეხი სამხედრო შეეწირა.
ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ეს მაჩვენებელი, სამწუხაროდ, საბოლოო არ არის.
ასევე, არიან დიდი რაოდენობით დაჭრილებიც.
ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სამხედროებმა სიცოცხლე სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად გაწირეს.
მთავრობის წევრებმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს.