უკრაინის ქალაქ იზიუმში ოკუპანტებმა შენობების 70%-ზე მეტი დაანგრიეს

რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ქალაქ იზიუმში შენობების 70%-ზე მეტი განადგურებულია.

ამის შესახებ უკრაინის ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი რადას კომისარმა, დიმიტრი ლუბინეცმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„იზიუმში რუსმა სამხედროებმა გაანადგურეს შენობების 70%-ზე მეტი, მაგრამ იქ ცხოვრება უკრაინის დროშის ქვეშ ბრუნდება“, – დაწერა ლუბინეცმა.

ის აღნიშნავს, რომ იზიუმში ადგილზე არა მხოლოდ სახელმწიფო ორგანოები, კომუნალური და გამნაღმველები მუშაობენ, არამედ ადგილზე ჩავიდნენ უკრაინელი და უცხოელი ჟურნალისტებიც, რომ “მთელმა მსოფლიომ დაინახოს ის დანაშაულები, რომლებსაც რუსეთის ფედერაცია აგრძელებს”.

„თუ ვინმეს ეგონა, რომ ბუჩაზე გაჩერდნენ, რადგან საკუთარმა სისასტიკემ შეძრა – ეს ასე არ არის. რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა აჯილდოებს ომის დამნაშავეებს, მაგალითებად წარმოაჩენს, რითაც მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მასობრივი დანაშაულების პრაქტიკას ახალისებს”, – აღნიშნა ომბუდსმენმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები