კახა კუკავა თავისუფალია

პარტია “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი, კახა კუკავა, რომელიც ლოტკინის დასახლებაში აღსრულების ეროვნული სამსახურის თანამშრომლებთან დაპირისპირების დროს დააკავეს, თავისუფალია.

ინფორმაციას პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს.

აღსრულების პოლიციასთან დაპირისპირება თბილისში გუშინ, 15 სექტემბერს მოხდა. სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად მისულ სამართალდამცველებს ადგილზე მოსახლეობა დახვდა შეკრებილი, მათ შორის, პარტია “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი – კახა კუკავაც. მათ პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს, რა დროსაც 3 პირი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები