რატი იონათამიშვილი: რადიკალური ოპოზიცია საბოლოოდ ჩამოყალიბდა, როგორც ანტიევროპული და ანტიეროვნული პოლიტიკური მოძრაობა

რადიკალურმა ოპოზიციამ კიდევ ერთხელ გამოააშკარავა, რომ თავისი არსებით ორგანულად ეწინააღმდეგებიან საქართველოს ევროინტეგრაციას და სწორედ ამის წინააღმდეგ გამოდიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა სახალხო დამცველის კანდიდატების შერჩევის პროცესზე საუბრისას განაცხადა.

“რადიკალური ოპოზიცია საბოლოოდ ჩამოყალიბდა, როგორც ანტიევროპული და ანტიეროვნული პოლიტიკური მოძრაობა.
ფაქტობრივად, მათ არად ჩააგდეს როგორც ბორელის, ასევე, გერმანიის კანცლერის მოწოდებები და ამით კიდევ ერთხელ გამოააშკარავეს, რომ თავისი არსებით ორგანულად ეწინააღმდეგებიან საქართველოს ევროინტეგრაციას და სწორედ ამის წინააღმდეგ გამოდიან“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები