16 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 70 000 ტონაზე მეტი ყურძენია გადამუშავებული
16 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში 70 000 ტონაზე მეტი ყურძენია გადამუშავებული. მოსავლის დაბინავება შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. ღვინის საწარმოებს ყურძენი 7000-მდე მევენახემ ჩააბარა, მათი შემოსავალი 70 მლნ ლარს აღემატება.
კერძო ღვინის კომპანიები ყურძენს ხარისხის მიხედვით აფასებენ.
რთველის საკოორდინაციო შტაბში ამ დროისთვის 300-ზე მეტი ღვინის კომპანია და მარანია დარეგისტრირებული. 150-მდე კომპანიამ უკვე გადაამუშავა სხვადასხვა მოცულობის ყურძენი.