სომხეთში ოპოზიცია სახელმწიფო შენობების ბლოკირებით იმუქრება
სომხეთში ოპოზიცია სახელმწიფო შენობების ბლოკირებით იმუქრება. ამის შესახებ მოძრაობა „6515“-ის ლიდერმა, კარინ ტონოიანმა პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
ტონოიანმა აქციის მონაწილეებს ხვალ 08:30 საათზე რესპუბლიკის მოედანზე მისვლისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ხვალიდან ისინი გაფიცვებს დაიწყებენ.
„მოვუწოდებ ყველა დამსაქმებელს, ხვალ ნურავის ამუშავებთ, უთხარით ყველას, რომ მათ ხელფასი შეენახებათ. ახლა უნდა დავდგეთ ერთად სამშობლოს გადასარჩენად. ჩვენ კანონიერი გზით მოვალთ და დავიკავებთ ყველა სახელმწიფო შენობას. ჩვენ დავბლოკავთ მთავრობის შენობას, ეროვნულ ასამბლეას, პროკურატურას, ყველა იმ სტრუქტურას, რომელიც ინარჩუნებს ამ პრინცს, ამ მარიონეტებს ხელისუფლებაში“, – განაცხადა ტონოიანმა.